Sunday, May 10, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია
           ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული 3: ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ  ჩვენი თემის პორთფოლიოს პრეზენტაციები და მივიღეთ
 უკუკავშირები. ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე.
           განვიხილეთ გზამკვლევი საავტორო უფლებების კანონებსა და "ლეგიტიმურ
გამოყენებაში" პრეზენტაციის სახით, ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშების: პრეზენტაციების, პუბლიკაციების შექმნაზე.
             გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის ნიმუშს.

პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, May 9, 2015

 მეოთხე-მეხუთე დღის რეფლექსია
          ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ შეფასების გეგმის შექმნაზე, შევარჩიეთ შეფასების ინსტრუმენტები და შევუსაბამეთ ისინი პროექტზე მუშაობის სხვადასხვა ეტაპებს.
           ტრენინგის მეხუთე დღეს გავაგრძელეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, შევქმენით პროექტის პრეზენტაცია საპრეზენტაციო პროგრამის გამოყენებით, ვისწავლეთ ჩვენს მიერ შექმნილი მასალების გაზიარება, გავეცანით ინტერაქტიულ ინტერნეტრესურსებს მოსწავლეთა თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ხელშესაწყობად. ვიმუშავეთ კვლევისთვის საჭირო ფორმების შექმნაზე და გაზიარებაზე. ვთვლი,რომ დღევანდელი დღე ნაყოფიერი იყო ჩვენთვის.

Saturday, May 2, 2015

მესამე დღის რეფლექსია
          ტრენინგის მესამე დღე მნიშვნელოვანი იყო სასწავლო პროექტის გეგმის შედგენის თვალსაზრისით, ჩვენი პროექტის მიზნები შევუსაბამეთ ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს, შევუსაბამეთ სტანდარტის ინდიკატორებს, გავეცანით საკვანძო კითხვების დასმის ტექნიკას,დავათვალიერეთ საკვანძო კითხვების ნიმუშები სხვადასხვა პროექტებისთვის. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის შევსება.
          ტრენინგის ყოველ მომდევნო დღეს, უფრო ნათელი ხდება, რომელი საფეხურების გავლით დავგეგმოთ და ვიმუშაოთ პროექტებზე.