Saturday, November 12, 2011

ვიტამინები და დაავადებები

პროექტის სახელწოდება:  ვიტამინები და დაავადებები
პროექტის მთავარი იდეა: მოსწავლეებში კვლევითი, შემოქმედებითი, თანამშრომლობითი უნარ–ჩვევების განვითარება. ვიტამინების როლის განსაზღვრა ცოცხალი ორგანიზმების განვითარების სხვადასხვა  საფეხურზე.
პროექტის  აქტუალობა: ვიტამინების  ნაკლებობით გამოწვეულ  დაავადებათა რიცხვი იზრდება. მოზარდებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის ცოდნა პრაქტიკულად როგორ აიცილონ თავიდან საშიში დაავადებები და იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების  წესით.
პროექტზე  მუშაობისას სხვადასხვა კვლევითი სამუშაოების  შესრულა ხელს შეუწყობს მოსწავლეთა  კომუნიკაციური  უნარ–ჩვევების  განვითარებას.
მიზნები  და  შედეგები:  შეაგროვონ  ინფორმაცია ბუნებრივი და სინთეზური  ორგანული  ნივთიერებების შესახებ, იმსჯელონ მათ  დანიშნულებაზე. ექსპერიმენტის  ჩატარების, დაკვირვების , ანალიზის  საფუძველზე  დაადგენენ  საკვებ პროდუქტებში ორგანული  ნაერთების( ვიტამინების) არსებობას.
შედეგი: მოსწავლე აღწერს ორგანულ ნაერთებს , მსჯელობს მათი მნიშვნელობის შესახებ.
ინდიკატორი: იკვლევს ზოგიერთ საკვებ პროდუქტს, თვისებითი რეაქციების საშუალებით ადგენს მათში სხვადასხვა  ვიტამინის შემცველობას. მსჯელობს საკვებ რაციონში ამ ნაერთების არსებობის მნიშვნელობისა და მათი ნაკლებობით გამოწვეული დაავადებების შესახებ.
მონაწილეთა ასაკი:  14–15 წელი
ვადები და ხანგრძლივობა:  1 თვე
პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები: სახელმძღვანელოები, საინფორმაციო ტექნოლოგიები, თვალსაჩინოებები, ქიმიური ლაბორატორია, ინტერნეტ–საიტები.
სასწავლო პროექტის მსვლელობა:1.თემის შერჩევა მოსწავლეების აქტიური მონაწილეობით
2.საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება