Tuesday, July 7, 2015

გაკვეთილის გეგმა

1.გაკვეთილის თემა
რა მნიშვნელობა აქვს პერიოდულობის კანონს?
2.სწავლების საფეხური
საბაზო საფეხური, X კლასი
3მოსწავლეთა პროფილი
კლასში არის 25 მოსწავლე
სსსმ მოსწავლეები არ არიან
4გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გამოიყენებენ პერიოდულობის კანონსა და პერიოდულ სისტემას ქიმიური ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად და ივარაუდებენ ელემენტის შესაძლო თვისებებს სისტემაში მისი მდებარეობის მიხედვით
5.გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ქიმ.X.11.მოსწავლე იყენებს პერიოდულ სისტემას ელემენტთა დასახასიათებლად.
  • იყენებს პერიოდულ სისტემას ნებისმიერი ელემენტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად,კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მიზნით.
  • გამოთქვამს ვარაუდს უცნობი ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით.
ქიმ.X.12.მოსწავლე ნივთიერებათა თვისებებს უკავშირებს ატომის აღნაგობას.
  • იყენებს პერიოდულ სისტემას,ადგენს უცნობი ელემენტის ელექტრონულ ფორმულას.ელექტრონული ფორმულით პოულობს ელემენტს პერიოდულ სისტემაში.
  

6.წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან პერიოდულობის კანონი, ატომის ელექტრონული აღნაგობა
7.შეფასების საგანი და პროცედურები
წერითი ნამუშევრების შეფასება, მოსწავლეთა მსჯელობა, პასუხები სავარჯიშოებზე, დაკვირვება.
გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი
8.სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
სახელმძღვანელო,პერიოდული სისტემა.
პრეზენტაცია გაკვეთილის მსვლელობის დროს.
კომპიუტერი,პროექტორი,კომპიუტერული პროგრამა MS Word, Vue
9.გაკვეთილის მსვლელობა
აქტივობა1.სამოტივაციო.მთელ კლასთან,დრო–10წთ
 გონებრივი იერიშის მეთოდით მოსწავლეებს ვთხოვ გაიხსენონ მოვლენები, რომლებიც გარკვეული ინტერვალის შემდეგ პერიოდულად მეორდება. ატომისა აღნაგობის შესწავლისას რა განმეორდა პერიოდულად?
დასკვნა:პერიოდულობის კანონი ბუნების ზოგადი კანონია
აქტივობა2. ინდივიდუალური,დრო–10წთ
გამოთქვით ვარაუდი პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით ელემენტის შესაძლო თვისებების შესახებ. მოსწავლეებს მიეცემათ ინსტრუქცია დავალების შესასრულებლად. შეარჩიეთ ქიმიური ელემენტი რომელიმე ატომური ნომრით და დაახასიათეთ მოცემული გეგმის მიხედვით.
სავარაუდოდ მოსწავლეები შეავსებენ ცხრილს გეგმის მიხედვით.
აქტივობა3. ინდივიდუალური,დრო–10წთ
გამოიყენეთ პერიოდული სისტემა და შეასრულეთ სავარჯიშო,სადაც ელექტრონული ფორმულით მოვიპოვებთ ინფორმაციას ქიმიური ელემენტის შესახებ.
აქტივობა4. შემაჯამებელი,მთელ კლასთან–15წთ
ჩამოაყალიბეთ მიზეზ–შედეგობრივი კავშირი მოვლენებს შორის:
პერიოდულობის კანონის აღმოჩენა–ატომის აღნაგობის  შესწავლა–პერიოდულობის მიზეზის ახსნა–ახალი ქიმიური ელემენტების სინთეზი.
სავარაუდოდ,მოსწავლეები ახსნიან რომ კანონის აღმოჩენამ ხელი შეუწყო ატომის აღნაგობის შესწავლას,ატომის აღნაგობის გარკვევამ კი–პერიოდულობის მიზეზის დადგენას. პერიოდულობის კანონი გახდა ქიმიის თეორიული საფუძველი, რომელმაც ხელი შეუწყო ახალი ელემენტების სინთეზს. მოიყვანენ მაგალითებს ტრანსურანული ელემენტების აღმოჩენების შესახებ.

Saturday, July 4, 2015

Intel-ის ტრენინგი დასრულდა
         თვალი გადავავლე ამ ტრენინგზე განვლილ მასალებს, ჩემს მიერ შესრულებულ დავალებებს, ნაშრომებს და ვთვლი რომ ჩემთვის ახალ და საინტერესო უნარ-ჩვევებს დავეუფლე საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების თვალსაზრისით.
          ამ ტრენინგის გავლის შემდეგ უფრო თვალსაჩინო გახდა ჩემთვის, რა ეტაპები და რა
თანმიმდევრობით უნდა გავიაროთ მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობის დროს, რა ინფორმაციები უნდა გვქონდეს წარმოდგენილი პროექტის გეგმაში, რაც ძალიან გაგვიადვილებს პროექტზე მუშაობას.
            გავეცანი მასწავლებლებისთვის დამხმარე ვებ-გვერდს:www.tpdc.ge/essencials/, სადაც მრავალი მასალა და რესურსია მოცემული ,რომელთა გამოყენებითაც წარმატებით წარვმართავთ პროექტზე მუშაობას.
             ტრენინგების დროს აქტიურად დავიწყე ჩემი ბლოგის გამოყენება, მასზე სხვადასხვა სახის მასალების განთავსება, რაც დამეხმარება მოსწავლეებთან და კოლეგებთან მუშაობისას ინფორმაციის გაცვლასა და კომუნიკაციაში.
               მადლობა ჩვენს ტრენერს - ბატონ ავთანდილ ცნობილაძეს ტრენინგების შინაარსიანად და ნაყოფიერად წარმართვისათვის.

Sunday, May 10, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია
           ტრენინგის მეექვსე დღეს განვიხილეთ მოდული 3: ჯგუფის წევრებმა ერთმანეთს
გავუზიარეთ  ჩვენი თემის პორთფოლიოს პრეზენტაციები და მივიღეთ
 უკუკავშირები. ჩვენი შექმნილი პრეზენტაციები ავტვირთეთ ბლოგზე.
           განვიხილეთ გზამკვლევი საავტორო უფლებების კანონებსა და "ლეგიტიმურ
გამოყენებაში" პრეზენტაციის სახით, ინტერნეტის უსაფრთხოდ და პასუხისმგებლობით გამოყენების გზები. ვიმუშავეთ მოსწავლეთა ნაშრომების სავარაუდო ნიმუშების: პრეზენტაციების, პუბლიკაციების შექმნაზე.
             გავეცანით გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალის ნიმუშს.

პრეზენტაცია